მიწოდების საფასური
- თბილისში მიწოდება: 5 ლარი
- რეგიონებში მიწოდება: 10 ლარი
უპირობო დაბრუნების პოლიტიკა
shopp.ge-ზე შეძენილ ნივთზე უპირობო დაბრუნების უფლებით სარგებლობა შეგიძლიათ ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე.
ეს ვადა აითვლება:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.
- საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში – თქვენ ან თქვენ მიერ მითითებული მესამე პირის (გარდა გადამზიდავისა) მიერ ნივთის ფაქტობრივად მიღების დღიდან.
- ნაწილ-ნაწილ შეკვეთისას – ბოლო ნივთის მიღების დღიდან.
- რეგულარული მიწოდების ხელშეკრულებისას – პირველი ნივთის მიღების დღიდან.
დაბრუნების პირობები
ნივთის უპირობო დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ დაბრუნების ფორმა shopp.ge-ზე და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected].
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ:
- დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა შეტყობინების გაგზავნიდან, დაუბრუნოთ ნივთი shopp.ge-ს ან მის მიერ განსაზღვრულ წარმომადგენელს.
- დაფაროთ ნივთის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯები (მიწოდების საფასური).
გამონაკლისი: თუ ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე მითითებულ ინფორმაციას, მას აქვს ქარხნული წუნი ან დაზიანებულია ტრანსპორტირებისას, პროდუქტის დაბრუნებას ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით.
გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ნივთს აბრუნებთ სრულად, ყველა თანდართული დოკუმენტით, ორიგინალი შეფუთვით და სრული კომპლექტაციით.
თანხის დაბრუნება
თანხის დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ჩვენ დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას. თუმცა, ჩვენ უფლება გვაქვს, დავიკავოთ თანხის დაბრუნება მანამ, სანამ ნივთს ფიზიკურად არ მივიღებთ, ან არ მივიღებთ მის გაგზავნის დამადასტურებელ საბუთს. თანხა დაბრუნდება გადახდის იმავე მეთოდით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შეძენა.
ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად გააუქმებს მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ვალდებულებას და აღადგენს პირვანდელ მდგომარეობას.
გამონაკლისი უპირობო დაბრუნების წესიდან
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უპირობო დაბრუნების უფლება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
- საქონელი ან მომსახურება, რომლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებებზე, რომლებსაც shopp.ge ვერ აკონტროლებს.
- საქონელი ან მომსახურება, რომლის ფასი არ აღემატება 30 ლარს.
ფორს–მაჟორი
არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია ისეთი დაუძლეველი ძალით, როგორიცაა: სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფები, ხანძარი, საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, სახელმწიფო ხელისუფლების აქტები ან სხვა მოვლენები, რომლებიც მხარის ნებისგან და კონტროლისგან დამოუკიდებელია.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები გავლენას ახდენს მხარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადაზე, ეს ვადა ავტომატურად გაგრძელდება ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული სიტუაცია, ვალდებულია დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს ამ გარემოების და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ. შეტყობინება უნდა იყოს წერილობითი.
შეტყობინებაში ასახული ფაქტები საჭიროების შემთხვევაში უნდა დადასტურდეს შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით.
თუ მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს ფორს-მაჟორული გარემოების შესახებ ან დააგვიანებს შეტყობინებას, ის დაკარგავს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების უფლებას.
