პირადი მონაცემები
ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც Shopp.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ. მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საბანკო განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება.
ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე, ელ. კომერციის გლობალური ლიდერის მიერ დანერგილი ელექტრონული დაშიფრვისა და განთავსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის, განვადების განაცხადის განხილვის მიზნისა.
მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს. აქვე აცხადებს თანხმობას, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, Shopp.ge-ს ოპერატორმა მას მისივე სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კითხოს სხვა პირადი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ, განვადების განაცხადის განხილვის მიზნით (მაგალითისთვის: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, არსებული შემოსავალი და ა.შ.). ამ ინფორმაციის ფინანსურ ინსტიტუტში გადაგზავნა ხდება მხოლოდ მომხმარებელთან დამატებითი თანხმობის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და მომხმარებლის მიერ პირველადი განაცხადის გამოგზავნისას სავალდებულო ველის მონიშვნა (წესებსა და პირობებზე დათანხმება) და/ან ზემოთხსენებული სატელეფონო კომუნიკაცია ითვლება დასტურად ამ მონაცემების გადაგზავნაზე.
ზოგადი დებულებები
შპს Shopp.ge (შემდგომში Shopp.ge) და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:
Shopp.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მის მართველობაში მქონე ვებ-გვერდების მეშვეობით კლიენტს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას. კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. მომხმარებელი სარგებლობს საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეკვეთის განხორციელება
მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია ნაღდი ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით ან საბანკო განვადებით.
ნივთის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს განვადების დამტკიცების შესახებ. ნივთის განვადებით შესაძენად, Shopp.ge დამკვეთის მონაცემებს უგზავნის ბანკს განვადების დასამტკიცებლად.
განვადების დამტკიცების შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხელი მოაწეროს განვადების ხელშეკრულებას. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის მიწოდებაზე. განვადების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან ერთად, დამკვეთი აძლევს ბანკს დავალებას დამტკიცებული თანხის კომპანიისთვის გადარიცხვის თაობაზე.
Shopp.ge-ს ვალდებულებები
Shopp.ge-ს, საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.
კლიენტი გადაწყვეტილებას ნივთის შესყიდვის შესახებ იღებს უშუალოდ პროდუქტის მიღების მომენტში, რა დროსაც კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესყიდვაზე და უკან დაიბრუნოს დეპოზიტის თანხა ან მოითხოვოს განვადების გაუქმება.
კლიენტის მხრიდან მიღებულ ნივთზე პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, Shopp.ge უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას. საგარანტიო ვადა მითითებულია კონკრეტული პროდუქტის აღწერაში.
კლიენტისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან shopp.ge-ს მოთხოვნით გაუქმდება საბანკო განვადება.
შეკვეთის მიღება
დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა შეთანხმებულ მდგომარეობაში; თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს, დამკვეთი ვალდებულია აღნიშნული პრეტენზია წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ერთი კალენდარული დღისა. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის უფლება ერთმევა. დამკვეთის მიერ წარდგენილი მოთხოვნა (პრეტენზია) კომპანიას წარედგინება წერილობითი სახით.
